“ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა” – ლორა თორნტონი ამეირიკის ელჩზე განხორციელებულ შეტევაზე 

ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე დეპუტატებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ „თავდასხმას“ ლორა თორნტონი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს დამაზიანებელია საქარველოსთვის.

“ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა ირაკლი კობახიძისა და სხვებისგან. გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ (საქართველოს მთავრობას) არ სურთ იყვნენ ნატო-ს, ევროკავშირის წევრები“ – აცხადებს „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა გზაგასაყარზე დგას.

„ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ. როდესაც ევროკავშირმა (საქართველოს) დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს”,- აცხადებს  თორნტონი.

 

მსგავსი თემები