ლორა თორნტონი ფიქრობს, რომ საქართველოში რუსეთი მოქალაქეებს უფრო ლოიალურად ექცევიან, ვიდრე სხვებს

„უნდა ვისაუბროთ საქართველოს სავიზო რეჟიმის პოლიტიკაში არსებულ ქსენოფობიაზე“ – აცხადებს საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი, გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

მისი შეფასებით, რუსეთთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დაბალანსებული უნდა იყოს.

„დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს. რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი  მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები? როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, მარტივად შევიდნენ“ – აცხადებს თორნტონი „ამერიკის ხმასთან“.

მისი ვარაუდით, რუსეთის მოქალაქეებს უფრო  კომფორტულად ეპყრობიან, ვიდრე ხალხს მოკავშირე ქვეყნებიდან.

„ჩემი საქართველოში ცხოვრებისას უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მთავრობა არ უშვებდა ხალხს მაშინაც, როდესაც მათ ვიზები ჰქონდათ. მახსოვს, რომ კონფერენციებს ვაწყობდით და ყოველთvის, როდესაც ვინმეს მოწვევა მჭირდებოდა ცენტრალური აფრიკიდან, იქნებოდა ეს კენია, უგანდა თუ რუანდა, მათ ავტომატურად უარს ეუბნებოდნენ საზღვარზე. უნდა ვისაუბროთ საქართველოს სავიზო რეჟიმის პოლიტიკაში არსებულ ქსენოფობიაზე, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხდება რუსეთთან მიმართებით“ – დასძენს ​თორნტონი.

 

მსგავსი თემები