„ფაქტი, რომ არსებობს, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელის შემშლელია“ – ლორა თორნტონი საქართველოზე

საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი, გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელი ლორა თორნტონი „ამერიკის ხმასთან“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

„უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის და სხვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიაზე გული შესტკივა, რომ (საქართველოს მთავრობას), ამ ეჭვების მიუხედავად, დავუჯეროთ. დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო “თითის წვერებზე სიარული”, ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს, არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელის შემშლელია“ – აცხადებს ლორა თორნტონი.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ევროპისკენ ისწრაფვოდა და ახლა ამ მისწრაფებებს ჩრდილი ადგება.

„საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მაგრამ, რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? მოკავშირეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას“, – აცხადებს ლორა თორნტონი.

 

მსგავსი თემები