პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებას გეგმავს, ბრიტანეთი კი ეწინააღმდეგება

რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილე ქვეყნის სტატუსით წარდგეს. აღნიშნულს დიდი ბრიტანეთი ეწინააღმდეგება.

კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პუტინს არ აქვს სამიტში მონაწილეობის უფლება.

„რუსეთის პრეზიდენტს  არ აქვს მორალური უფლება იჯდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მაშინ როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს, რომ სამიტზე, უკრაინა, მისი პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის სახით იყოს წარმოდგენილი.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბრის თვეში ინდონეზიაში გაიხსნება.

მსგავსი თემები