„მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში, გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს პირველივე სიმპტომისთანავე ტესტი ჩაიტაროს რადგან, კორონავირუსის სიმპტომები სხვა ინფექციის სიმპტომებისგან არაფრით განსხვავდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი.

ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები