,,ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში”- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა  განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში.

,,მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიეს – (mcm.ge)

მსგავსი თემები