,,შევახსენე ზელენსკის, რომ შეგვიძლია მასსა და პუტინს შორის შეხვედრა მოვაწყოთ”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში და ორივე პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია.

მისივე თქმით, ლვოვში გამართულ მოლაპარაკებებზე  უკრაინის პრეზიდენტს, თურქეთში, პუტინთან შეხვედრა შესთავაზა.

„მე განვაცხადე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ომის დიპლომატიური და მოლაპარაკებების გზით დასრულებაში წვლილის შეტანას. სწორედ ისე, როგორც სოჭში ვიზიტის დროს პუტინს ვუთხარი, ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შორის შეხვედრას“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ერდოღანმა, ზელენსკიმ და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშმა გუშინ, 18 აგვისტოს ლვოვში  სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.

მსგავსი თემები