,,ვლადიმერ პუტინმა წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი”- ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სრულად წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი.

„შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც“,- აღნიშნა ფლემინგმა.

ჯერემი ფლემინგის თქმით, რუსეთიც და უკრაინაც ჩართული არიან კიბერ ომში და ორივე მხარე იყენებს კიბერ შესაძლებლობებს მიზნების მისაღწევად.

„პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ფლემინგმა.

მსგავსი თემები