,,რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს “რუსული რულეტკის” თამაშს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი  ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება “რუსული რულეტკის” თამაშს ნიშნავს.

,,რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს “რუსული რულეტკის” თამაშს სავსე ბარაბნით და ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელებას, ტერორს და კრიმინალურ შანტაჟს. ზელენსკიმ გამოაცხადა მოლაპარაკების პროცესის ძირითადი პირობები. მთავარი – რუსული ჯარების სრულად გაყვანაა უკრაინის ტერიტორიიდან,”- წერს პოდოლიაკი ,,ტვიტერზე“

მსგავსი თემები