ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს – „როიტერი”

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით დაახლოებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით,  ბაიდენმა შესაძლოა, სპეციალური უფლება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას ანიჭებს.

სააგენტოს ინფორმაციით,  ბაიდენმა აღნიშნული გადაწვეტილება შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.

მსგავსი თემები