,,ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ”- ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძიების პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

„გამოძიება იგივე ეტაპზეა, ანუ ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ. მეტი ახალი არაფერი არ გვაქვს ნამდვილად“ – აღნიშნავს შს მინისტრი.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ესებუა ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. სპეცოპერაციის შემდეგ ესებუას თანხა გადასცეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი თემები