,,გოგაშვილი ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ძალიან ველოდები, არანაირი პრობლემა არ იქნება”- ვახტანგ გომელაური

„ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ,”- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას გოგაშვილი არაერთხელ დაუცვია გუნდისგან.

,,თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები