,,რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე, არაფერი არ ჰქონდა, მერე გახდა პირველი მოადგილე”- ვახტანგ გომელაური გოგაშვილზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს პასუხებს. მინისტრის თქმით,  ყველა ხედავს სადამდე მიიყვანა თავისივე საქციელმა და  ქმედებებმა სოსო გოგაშვილი.

,,მე არავის არ ვაყვედრი არაფერს. რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა. მერე გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის ღმერთმა მისცეს. კარგად იყოს. არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. რა მოხდა, სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და მისმა ქმედებებმა კი ვხედავთ და კიდევ ვწუხვარ მე. არ მინდა არავისთვის, მითუმეტეს მისი ოჯახისთვის ცუდი,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები