,,არ ყოფილა გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში – სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის,პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,  სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმიანება. მინისტრის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სპეცოპერაციისას პანკისში არ იმყოფებოდა.

,,არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური რა თქმა უნდა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

,,ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა”- გოგაშვილი გომელაურს – (mcm.ge)

მსგავსი თემები