,,ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება”- ხატია დეკანოიძე

„საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება.

,,სასამართლო რეფორმა კი არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც „სამართლიან არჩევნებთან“, ასევე არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კოდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესასრულებლად“, – განცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები