რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები ზუსტდება.

,,დღეს დილით მტერმა კვლავ ესროლა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას. დაახლოებით დილის 6 საათზე დაფიქსირდა სულ მცირე 5 სარაკეტო დარტყმა ქალაქ კიევის, ნემიშლიანსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებში. ნემიშლიანსკში რაკეტები 2 კერძო სახლს დაეცა. ამ დროისთვის ცნობილია 1 გარდაცვლილი ქალის შესახებ. ის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მსგავსი თემები