უკრაინაში დაღუპული  ქართველი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება

უკრაინაში დაღუპული  ქართველი სამხედრო ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.  ბერდია ჯოხაძის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს 21 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები