,,რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გასული ღამის განმავლობაში ხარკოვში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკის თქმით, რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში.

„ძალიან ხისტი ღამე იყო ხარკოვში. ათზე მეტი დაიღუპა. ისევ ისროდნენ ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში. რუსეთის ოფიციალური პირები ემუქრებიან ოდესას და უკრაინის სხვა ქალაქებს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, რა მოხდა ელენოვკაში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ გამარჯვების გზებზე. გამარჯვების გზებზე ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ასპარეზზე, საინფორმაციო ფრონტზე, ეკონომიკურ სიბრტყეში. ყველაგან. გვჯეროდეს საკუთარი თავის და დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ უკრაინის ინტერესები და გვჯეროდეს, რომ მშვიდობა დაისადგურებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ  ზელენსკიმ.

მსგავსი თემები