ანტონიო გიტერეში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სასწრაფო შეთანხმებას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში ჩავიდა, განცხადებას აკეთებს, როგორც გუტერეში აცხადებს, საჭიროა ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის “დემილიტარიზაცია.”

„არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის გარიდება უნდა მოხდეს ელექტროსადგურიდან. ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია და სასწრაფოდ შეთანხმება”, – აღნიშნა უკრაინაში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

მსგავსი თემები