უკრაინაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტის,  თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალურ მდივნის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი თემა მარცვლეული იყო. პარალელურად, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზეც ისაუბრეს.

სამმხრივ შეხვედრამდე, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ცალკე შეხვდნენ.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სამმხრივი შეხვედრის თეა იყო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი; რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება და საომარი მოქმედებების შეწყვეტა.

თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი მზადაა, ომში ჩართულ მხარეებს თურქეთში ისევ უმასპინძლოს.

მსგავსი თემები