,,შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას”- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,შეერთებულმა შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აქცენტით“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ივან ნეჩაევმა განაცხადა.

ნეჩაევის თქმით, რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვულ რეაგირებას უშვებს მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ.

„რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვულ რეაგირებას უშვებს მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, რა დროსაც გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი, ან როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აქცენტით“, – აღნიშნა ივან ნეჩაევმა.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო  და შეიქმნას დემილიტარიზებული ზონა.

მსგავსი თემები