,,აგონიაშია – თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, წარადგინოს”- გივი მიქანაძე გოგაშვილზე

,,იმდენად უსუსური და უსაფუძვლოა ბრალდებულ გოგაშვილის განცხადება, არც შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა ღირდეს”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის,  სოსო გოგაშვილის მორიგი განცხადება.

მიქანაძის თქმით, გოგაშვილი აგონიაში და ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ადამიანმა.

,,მორიგ ჯერზე ის არის აგონიაში და ის ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკეთებს განცხადებებს. ახლა შეეცადა ვექტორი ვახტანგ გომელაურისკენ გადაესროლა. რა არის ამის მიზანი – პირველი ის, რომ რეალური ბრალდებებისგან საზოგადოების ინტერესი გადაიტანოს და თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ადამიანმა; მეორე – იერიში მიიტანოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და წარმატებულ მინისტრზე; მესამე – მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი გუნდი არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას. გოგაშვილის მიერ არგუმენტის და მტკიცებულებების გარეშე გაკეთებულ განცხადებებზე თუკი ყველას მოუწია ჩვენებების მიცემა, დამერწმუნეთ, საქმის კეთების დრო აღარ დარჩება. ამიტომ, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, წარადგინოს. ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არასდროს გამოკითხვას და კითხვებზე პასუხის გაცემას არ გაქცევია”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

,,არ მითქვამს, რომ ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები