,,ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად ემზადება.

,,გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია. ეს არ არის მხოლოდ პროვოკაცია, ეს არის ის, რასაც ჩვენ ბირთვულ შანტაჟად ვაფასებთ და კიდევ რა არის ეს, თუ არა დიდი ხნის პროვოკაცია ბირთვული ობიექტის გარშემო, პირდაპირი საფრთხე ბირთვული ენერგიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ბირთვული შანტაჟის აქტია”, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, უკრაინის ხელისუფლება მთელ ევროპას აშანტაჟებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ ენერგიაზე, ევროპის მთელი კონტინენტი მძევლად არის აყვანილი, რადგან ეს ყველაფერი ევროპის გულში ხდება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაძლოა, გააჩერონ.

მსგავსი თემები