,,სიტყვებით ჟონგლიორობა არანაირად არ ჯდება არავითარ კონტექსტში“- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ  გავრილოვის ღამემ, არშესრულებული დაპირებებმა და  არადემოკრატიული ქმედებებმა წარმოშვა პოლარიზაცია და არა დასავლელმა პარტნიორებმა.

იოსელიანის შეფასებით, „გავრილოვის ღამის“ უკან იგულისხმება კონკრეტული მოვლენა და სიტყვებით ჟონგლიორობა არანაირად არ ჯდება არავითარ კონტექსტში.

გავრილოვის ღამე“ რას ნიშნავს?! ეს ამბავი მოჰყვა გავრილოვის ჩამოსვლას საქართველოში, ასე რომ ეთქვა, ხომ არ იქნებოდა პრობლემა. „გავრილოვის ღამის“ უკან იგულისხმება კონკრეტული მოვლენა, რაც გულისხმობს გავრილოვის ჩამოსვლას, ამ შენობაში თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას და ამის მერე საზოგადოებისგან გაპროტესტებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტზე გაამახვილა ელჩმა ყურადღება. რამე შეფასება კი არ გააკეთა ამ ფაქტის, რომ სწორი იყო ან არასწორი. ამ სიტყვებით ჟონგლიორობა არანაირად არ ჯდება არავითარ კონტექსტში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

,,გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”- კელი დეგნანი – (mcm.ge)

მსგავსი თემები