სომხეთის ზოგიერთ სკოლაში  ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყება

სომხეთის განათლების მინისტრის, ვაგრამ დუმანიანის ინფორმაციით, სომხეთის ზოგიერთ სკოლაში  ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყება.

„წელს ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ქართული ენის სწავლების პროცესი სომხეთის ზოგიერთ სკოლაში“, – აღნიშნა ვაგრამ დუმანიანმა.

მისივე თქმით, მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლა  სავალდებულო არ იქნება.

„საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონების სკოლებზე“, – აღნიშნა სომხეთის განათლების მინისტრმა.

 

მსგავსი თემები