,,მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება. იოსელიანის თქმით, მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია.

„არავის მოწოდება არ სჭირდება და ეს ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა დაეცვა თავიანთი მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროატლანტიკურ და პროდასავლურ კურსს. ასე რომ, მოწოდებებით, რომ ვიღაცას ვიღაცა საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია ამაზე საუბარი, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება. იმ თვალსაზრისით, რომ პარტიები, რომლებიც ამას საუბრობენ, ამის პოტენციალი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

მსგავსი თემები