რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, 18 აგვისტოს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.

კურტევის ინფორმაციით, ოთხი რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დაბომბვა კი ვასილიევსკის რაიონიდან განხორციელდა.

 

მსგავსი თემები