ჩინეთი რუსეთში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის სამხედროებს გაგზავნის

ჩინეთი რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის სამხედროებს გაგზავნის. სამხედრო სწავლება „ვოსტოკი“ 30 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსი, ინდოეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნაში მისი მონაწილეობა რუსეთთან ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ნაწილია. მათივე განცხადებით, ერთობლივი სწავლება მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციას არ უკავშირდება.

„მიზანია წვრთნაში მონაწილე ქვეყნების არმიებს შორის პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული კოლაბორაციის დონის ამაღლება და უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევებზე რეაგირების უნარის გაძლიერება“, – აღნიშნულია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები