,,საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი”- ხათუნა სამნიძე

,,საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი,” – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე  „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

სამნიძის თქმით, მოქალაქეებს აქვთ უფლება გააპროტესტონ, მიიღონ აქციებში მონაწილეობა და ეს არის ნორმალური პროცესი.

„პროტესტი არის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმა, ისევე როგორც აქციები. არაერთხელ გვინახავს ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება გააპროტესტონ, მიიღონ აქციებში მონაწილეობა და ეს არის ნორმალური პროცესი. საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება, არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი, ამას არასდროს არ დავეთანხმები, ეს ხელისუფლება წავა არჩევნების გზით, არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური აქტივობით“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: ,,ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

მსგავსი თემები