ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  44 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  დაახლოებით 44 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. 

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 44 300; ტანკი – 1 889; ჯავშანტექნიკა – 4 179; საარტილერიო სისტემა – 1 010; სარაკეტო სისტემა – 265; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 197; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 793; საკრუიზო რაკეტები – 190; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 061; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 93.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდს.

მსგავსი თემები