,,არ მგონია, შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგეს, რადგან ყველაფერი ღიად ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს”- მიხეილ სარჯველაძე

,,არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება, რადგან ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს, – ასე აფასებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს.

„ვერ მივცემ თავს უფლებას, კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა საკითხის დასმა იმასთან დაკავშირებით, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი, რატომ გადაწყვიტეს მათ ცალკე მოღვაწეობა, რათა მათ საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ, რომლებსაც შეიძლება, ხედავდეს საზოგადოების ცალკეული წევრები და წარმომადგენლები.

შესაბამისად, მათი სურვილი განაპირობებდა დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს. შესაბამისად, აქ რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის. თუ ივარაუდება, რომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან თუ არა – სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც არ ვთვლით რომ ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები