,,ამ ოთხეულის ქმედება არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია”- ხვიჩია ,,ოცნებიდან” წასულებზე

,,ვეთანხმები ქალბატონ კელის, როგორც სხვა შემთხვევებში – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა” არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია, – ასე ეხმიანება “გირჩის”ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ბრალდებებს, “უგუნურ, კონსპირაციულ თეორიებად” მოიხსენიებს.

ხვიჩიას თქმით,  ,,ოცნებიდან” წასული დეპუტატების ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ტროლინგთან”.

,,მთელი ეს ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ტროლინგთან”. როდესაც ასე, ჩვეულებრივი “ტროლივით” იქცევი ამერიკის საელჩოსთან, უცნაურად გამოიყურება და რაც უფრო მეტ კომენტარს გააკეთებ ასეთი ტიპის საქციელზე, მით ნაკლები მნიშვნელობა ექნება”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები