,,განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება”- “მთავარი არხის” განცხადება

“მთავარი არხი” ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არხის განმარტებით,  15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა,  მისი ჩვენების საფუძველზე კი, ნაკაიძე დააკავეს.

“მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას,”- ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს.

მსგავსი თემები