,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით დაიღალოს რუსეთი და არა ჩვენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტების უკრაინიდან განსადევნად საჭიროა, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა.

,,იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა – ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა,”- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები