,,ყირიმის ხიდი რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა, ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყირიმის ხიდი რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა, ასეთი ობიექტები კი უნდა განადგურდეს. 

მისივე თქმით, უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკთან აკავშირებს.

,,ეს არის უკანონო მშენებლობა და მთავარი კარიბჭე ყირიმში რუსული არმიის მომარაგებისთვის. ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები