უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  361 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  361 ბავშვი დაიღუპა, 712 კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 376, ხარკოვის ოლქში – 198, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 60, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები