რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, „უკრაინელმა დივერსანტებმა“  კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძები დაზიანეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის ცნობით,  „უკრაინელმა დივერსანტებმა”  კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძები დააზიანეს.

„2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების ენერგომომარაგება“, – ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დივერსიის შედეგად დარღვეულია ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი და მიმდინარეობს დივერსანტების ძიება.

მსგავსი თემები