ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობას 10-ჯერ ამცირებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს განცხადებით, ფინეთის მთავრობამ საგარეო უწყების ინიციატივა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს.

მინისტრის  განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება.

ამასთან, საუბარია რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზის შემოღებაზე, რათა  სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის რუსეთის დატოვება გამარტივდეს.

მსგავსი თემები