სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა

ერევანში მომხდარ ტრაგედიას გამო, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა.

შეგახსნებთ, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად  16 ადამიანი გარდაიცვალა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის ბავშვი და ერთი ორსული ქალია. ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

 

მსგავსი თემები