,,უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს გლობალური საქმეების დესტაბილიზაციასა და აზიასა და უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. პუტინის თქმით,  აშშ აძლიერებს გლობალურ დაძაბულობას რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერით.

,,უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებით… კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა სცადა მიზანმიმართულად დაესხა ცეცხლზე ნავთი და გაღვივებულიყო სიტუაცია ტაივანში. ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილი, რომ მოახდინოს დესტაბილიზაცია და ქაოტური ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში… ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც საგულდაგულოდ დაგეგმილ პროვოკაციას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები