კანადამ 320 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

უკრაინული მედიის ცნობით, კანადამ 320 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

არსებული ინფორმაციით 24 თებერვლიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში 94 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები იყო გაყინული, ხოლო 290.7 მილიონი დოლარის ტრანზაქციები იყო გაჩერებული.  ​

ამასთან, 2014 წლიდან კანადამ სანქციები 1600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.

 

მსგავსი თემები