რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების მიზეზი დივერსია იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოეს რაიონში მომხდარი აფეთქების მიზეზი დივერსია იყო.

„16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დასახლებულ პუნქტ ჯანკოეს რაიონში დაზიანდა სამხედრო საწყობი. დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აუცილებელი ზომების მიღება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსნებთ, აფეთქება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ რეგიონში დღეს გამთენიისას მოხდა. ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია ორი პირი.

 

მსგავსი თემები