,,აშშ-ის საელჩოს სურს ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე”- გურამ მაჭარაშვილი

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიზანია  ქართულ მართლმსაჯულებაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები. დეპუტატის თქმით, საელჩოს სურს ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე.

„ის, რომ „ქართულ ოცნებას” შესაძლოა, ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, გასაკვირი არ არის. ჩვენ ამიტომ დავტოვეთ “ქართული ოცნება”, რომ გვქონოდა იმის საშუალება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, ის, რაც ხდება სამწუხაროდ კულისებში და მე მგონი, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე კულისებშიც აღარ ხდება. პრაქტიკულად საჯაროდ ხდება იმის დემონსტრირება, რომ რეალურად საელჩოს სურს, რომ ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე. საელჩო იუსტიციის საბჭოს იგნორირებით ახდენს ვიზიტებს სასამართლოში, მოსამართლეებთან ერთად დადის რეგიონებში მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის საქმის კურსში. სამწუხაროდ, რაც ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობებით ხდებოდა ჩვენი დახმარება მათ შორის, მართლმსაჯულებაში, მხოლოდ უანგაროდ ხდებოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ დაეხმაროს წარმატებული ქვეყანა საქართველოს, რომ განვითარდეს და მართლმსაჯულება განვითარდეს და მხოლოდ ამ მიზნით ხდებოდა, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ელჩისგან მოვისმინეთ სიტყვები, რომ – რატომ გიკვირთ, რომ დავიბარეთ მოსამართლე, რატომ გიკვირთ, რომ პარლამენტს ვავალდებულებთ, რომ რაღაც კანონები მიიღოს, მაშინ, როდესაც ჩვენ გეხმარებით, ანუ ჩვენ ვიხდით და რატომ გიკვირთ, რომ თამაშის წესებს ჩვენ დავაწესებთ?! არ არის გასაკვირი, რომ ერთადერთი სიტყვა გესმით რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ეს არის თავდასხმა, რადგან ვერც წინა წერილში გამოქვეყნებულ ფაქტებთან და ვერც დღევანდელ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ისინი საპირწონე არგუმენტებს ვერ ამბობენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები