,,თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს მუცელში – ჩოგნების ჩანთა ჩამარტყა”- ნეკა დოროყაშვილი

,,ნიკოლოზის ოჯახში არარაობად მთვლიდნენ. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ნიკოლოზი კი თვლიდა, ეს ხომ მაინც არაფერს არ იტყვისო,”- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

დოროყაშვილის თქმით, ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა და ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასაც.

,,ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, არ წახვიდე მათთან, იქ მგლები არიანო,”- აღნიშნა დოროყაშვილმა.

მისივე განმარტებით, აშშ-ში ერთ-ერთ ტურნირზე ყოფნისას ბასილაშვილმა მეუღლეს ჩოგნების ჩანთა ჩაარტყა.

“გრძელი თმა მქონდა, თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს მუცელში. ამის მერე დაიწყო ნივთების ჩალაგება, შოკში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი. შემდეგ მახსოვს ჩოგნების ჩანთა ჩამარტყა”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მსგავსი თემები