რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, გერმანელები დამატებით „პუტინის ომის“ გადასახადს გადაიხდიან

გერმანიამ მტკიცედ თქვა უარი რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი გაზის მოხმარებისთვის ადგილობრივებს საფასური გაეზრდებათ.  გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ დამატებითი გადასახადი საჭიროა იმისთვის, რომ რუსული აირის ჩანაცვლების საფასური დაიფაროს და ენერგეტიკულ ბაზარზე კოლაფსი არ შეიქმნას.

დამატებითი გადასახადი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მათ, დაახლოებით,  წელიწადში 500 ევრომდე მეტის გადახდა მოუწევთ.

„პუტინის ომის გადასახადი“ – ასე ხსნიან გერმანიაში აღნიშნულ პროცესს.

„დამატებითი გადასახადი არის პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომის შედეგი. ის წარმოადგენს ხელოვნურ ენერგოდეფიციტს, რომელიც რუსეთმა გამოიწვია“ – ასეთია გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის შეფასება.

მსგავსი თემები