ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“​-ში გოლი სადებიუტო მატჩშივე გაიტანა

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.  ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა.

იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „ნაპოლი“ „ვერონა“-ს დაუპირისპირდა, სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა და მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1 გახდა.

საბოლოოდ ,,ნაპოლიმ” „ვერონა“-ს 5:2 მოუგო.

მსგავსი თემები