,,რუს სამხედროებს მუდამ მოჰქონდათ თავისუფლება სხვა ხალხებისთვის”- ვლადიმერ პუტინი

„ჩვენ ვაფასებთ, რომ რუსეთს სხვადასხვა კონტინენტზე ბევრი მოკავშირე, პარტნიორი, თანამოაზრე ჰყავს. ეს ქვეყნები არ ემორჩილებიან ე.წ. ჰეგემონს და ამ ქვეყნების ლიდერები ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს ავლენენ“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსი  სამხედროები ყოველთვის სანდოდ იდგნენ სამშობლოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე და თავისუფლება მოჰქონდათ სხვა ხალხებისთვის.

„ისინი იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, ასრულებენ ყველა ამოცანას, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასს“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები