უკრაინაში საომარი მდგომარეობა 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით, 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა განკარგულება საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ.

ორივე განკარგულება უკრაინის უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  12 აგვისტოს წარუდგინა.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა.

მსგავსი თემები