კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან.

კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ხოლო იმპორტის ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი.

მოქალაქეებს ელექტროენერგია ყოველ ექვს საათში ერთხელ ორი საათით გაეთიშებათ. ქვეყანაში ენერგიის  გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატსაათ ელექტროენერგიას იღებს, მომხმარებლებისთვის კი საჭიროა 800.

მსგავსი თემები