,,რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა”- ნიკა მელია

,,რუსული ოცნება მხოლოდ ჩვენთან, ოპოზიციასთან კი აღარაა პოლარიზებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამომრჩეველთანაც კი, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია უნდა! – რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 პუნქტს.

,,რას აკეთებს უსამშობლო მთავრობა, თავს ესხმის ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვინმეს სჯერა რომ რუსული ოცნება, რომელსაც ერთი სული აქვს ლომჯარია თავიდან მოიშოროს, ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელ პირს დანიშნავს? აი, დეტალურად და კონკრეტყლად წარმოგიდგინეთ ფაქტები, რომ რუსული ოცნება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას! არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს! ეს არის მათი რუსული დავალება!

პასუხიმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს, მუხლჩაუხრელად შრომობდეს ამ მოთხოვნების შესასრულებლად. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია, არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა! სადაც უნდათ კეთილდღეობა, ბედნიერება, ერთი სიტყვით ადამიანად ყოფნა და არა იმპერიის ჭაობში ბაყაყად ყოფნა და ყიყინი!”- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები